Google+

რელიზები

26.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქარელის რაიონს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქარელის რაიონის სოფელ არადეთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ტიტვინიძეების ოჯახს ესტუმრა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა სოფლის მცხოვრებლებთან არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. მოსახლეობის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ხე-ხილის რეალიზაციაა, რადგან მოსავლის გაყიდვით მიღებული თანხა, მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ეს პრობლემა ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე მოგვარდება - კომპანია "ჰიპმა" ამ რაიონში საქმიანობა უკვე დაიწყო.

"ხილის გადამამუშავებელი ქარხანა კომპანია "ჰიპმა" შეიძინა. ეს შვეიცარული ფირმაა, ინვესტორი ჩვენი მეგობარი და პარტნიორია და ერთ-ერთი საუკეთესო ჯიში, რომელიც მას სადმე ეგულება ქართლის ვაშლის ჯიშებია. მხოლოდ არსებული რაოდენობა კი არა, 4-ჯერ მეტი ვაშლი რომ მოვიყვანოთ ისიც გაიყიდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოში ვაშლის ახალი ჯიშების გავრცელებასა და საზღვარგარეთ ქართული პროდუქტის ექსპორტის თაობაზეც ისაუბრა. მან ისიც აღნიშნა, რომ ახალი ავტობანი, გამოყვანილი ბუნებრივი გაზი, ახალი გადამამუშავებელი ქარხანა და შესანახი სათავსო რეალიზაციის პრობლემის მოგვარებას დიდად შეუწყობს ხელს და გლეხებს მოყვანილი პროდუქტის გასაღების საშუალებას გაუორმაგებს.

"ჩვენ, რეალურად, მოვითავეთ ომი, ახლა წყლის პრობლემას ვწყვტთ, ეკონომიკურ კრიზისსაც გადავლახავთ. პროდუქციის გასაღების ბაზრების საკითხი კი, შარშანდელთან შედარებით, წელს ბევრად უკეთესია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა გლეხებს წელს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს მოუგვარებს. პარალელურად, ხელისუფლება წყალსადენის, გზების რეაბილიტაციასა და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაზეც იზრუნებს.

სოფელ არადეთში შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)