საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 388 2009 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით:
1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია (შემდეგში - კომისია).
2. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი.
3. 2009 წლის 14 ივნისამდე კომისიის თავმჯდომარემ დასამტკიცებლად წარმოადგინოს კომისიის დებულება.
4. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობის მიღების მიზნით:
4.1. კომისიის თავმჯდომარისათვის თითო წევრის კანდიდატურის წერილობით წარდგენის უფლება აქვთ მოქალაქეთა შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს:
ა) ერთიან ნაციონალურ მოძრაობას;
ბ) ,,ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას";
გ) ლეიბორისტულ პარტიას;
დ) ,,ქართულ დასს";
ე) ,,ჩვენ თვითონს";
ვ) საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას;
ზ) საქართველოს კონსერვატიულ პარტიას;
თ) ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს";
ი) ,,ახალ მემარჯვენეებს";
კ) ,,საქართველოს გზას";
ლ) ,,ხალხის პარტიას";
მ) ,,მოძრაობას ერთიანი საქართველოსათვის";
ნ) ,,ეროვნულ ფორუმს";
ო) ,,თავისუფლებას";
პ) ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას;
ჟ) საქართველოს დემოკრატიულ პარტიას;
რ) ,,მოძრაობას სამართლიანი საქართველოსათვის";
ს) ალიანსს საქართველოსათვის;
ტ) ,,დემოკრატიულ მოძრაობას - ერთიანი საქართველო";
უ) საქართველოს ქალთა პარტიას ,,სამართლიანობისა და თანასწორობისათვის" და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს.
4.2 საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულმა სახელმწიფო ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა კომისიის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინონ კომისიის წევრების კანდიდატურები:
ა) საქართველოს პრეზიდენტმა - 3 წევრის;
ბ) საქართველოს პარლამენტმა - 3 წევრის;
გ) საქართველოს მთავრობამ - 3 წევრის;
დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ - 1 წევრის;
ე) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ - 1 წევრის;
ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ - 1 წევრის;
ზ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ - 1 წევრის;
თ) საქართველოს კონტროლის პალატამ - 1 წევრის;
ი) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა - 1 წევრის;
კ) საქართველოს სახალხო დამცველმა - 1 წევრის.
4.3 კომისიის შემადგენლობაში თითო წევრის კანდიდატურის წერილობით წარდგენა ეთხოვოთ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს;
გ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას.
4.4 კომისიის შემადგენლობაში თითო წევრის კანდიდატურის წერილობით წარდგენა ეთხოვოთ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
ა) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას;
ბ) სამართლიან არჩევნებს;
გ) ახალი თაობა ახალ ინიციატივას;
დ) ფონდს - ,,ალპე";
ე) თავისუფლების ინსტიტუტს;
ვ) გაეროს ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
ზ) საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს;
თ) კონსტიტუციის 42-ე მუხლს;
ი) კავკასიურ ინსტიტუტს.
5. მე-4 პუნქტით განსაზღვრული კანდიდატურების წარდგენა კომისიის თავმჯდომარისათვის მოხდეს 2009 წლის 20 ივნისამდე.
6. კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები:
ლევან ალექსიძე - აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს სრული პროფესორი
გია გეწაძე - იურისტი
ვასილ გონაშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
გიორგი კახიანი - თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი
გიორგი კვერენჩხილაძე - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი
მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს სრული პროფესორი
ზაზა რუხაძე - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
იაკობ ფუტკარაძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,
სრული პროფესორი
კახი ყურაშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,
თსუ-ს ასოცირებული პროფესორი
ნანა ჭიღლაძე - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,
თსუ-ს სრული პროფესორი
ზურაბ ჯიბღაშვილი - თსუ-ს დოქტორანტი
დავით აფრასიძე - ფილოსოფიის დოქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ქეთევან ქოქრაშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სოსო ცინცაძე - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი
ზაზა ბიბილაშვილი - იურისტი
მარინა გარიშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,
თსუ-ს ასოცირებული პროფესორი
მზია ლეკვეიშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,
თსუ-ს სრული პროფესორი
გია ნოდია - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
თორნიკე გორდაძე - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ზურაბ დავითაშვილი - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
თსუ-ს სრული პროფესორი.
7. სახელმწიფო დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ კომისიას კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა შესრულებაში.
8. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინების შესაბამისად გადაწყვიტოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველ-ყოფის საკითხები.
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური