Google+

რელიზები

11.06.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. 15 ივნისს ნიუიორკში უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგეგმილია საქართველოში გაეროს მისიის გაგრძელების საკითხის განხილვა. უშიშროების დღევანდელი სხდომა მთლიანად დაეთმო გაეროს მანდატის განხილვას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი ძალიან უკმაყოფილო იყო გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებით, რომელიც პრეზიდენტის შეფასებით, პრაქტიკულად რუსეთის შანტაჟს დაექვემდებარა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია შეინარჩუნოს საერთაშორისო მისიები, თუმცა თუ ამის ფასად რუსეთი აუცილებელ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას აყენებს, ეს არ მოხდება, რადგან საქართველო ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისებს ვერ დაუშვებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ინტესნიური კონსულტაციები გამართა და მას მსგავსი მხარდაჭერა საქართველოსადმი 1993 წლიდან არ ახსოვს. სხდომისთვის რეზოლუციის მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული.

"რუსეთის წარმომადგენლები, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ, ითხოვენ გაეროს მისიის შენარჩუნების ფასად გარკვეულ კომპრომისებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეზოლუციაში ადეკვატურად ასახვასთან დაკავშირებით.

ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულების გაფორმების და იმ კომპრომისების, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა გააკეთა.

მიუხედავად ამ მექანიზმების არაეფექტურობისა, ჩვენი ინტერესია საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა შევინარჩუნოთ, ამ შემთხვევაში გაეროსი კონფლიქტის ზონაში. ამჯერად ეს არ არის შიდა ქართული კონფლიქტი. ეს არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონა.

თუ ამის ფასად საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მხარე აუცილებელ პირობას უყენებს კომპრომისების გაკეთებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით,

როგორიც არ უნდა იყოს გაეროს მისიის შენარჩუნების სურვილი ჩვენი მხრიდან, ვერ დავუშვებთ კომპრომისებს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია. ან უნდა იყოს რეზოლუცია, რომელიც დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სურვილს.

ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახის ვაჭრობას ჩვენი ქვეყნის ხარჯზე. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოში სტუმრად ჩამოსული აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

რუსეთის მხარე სრულ მოუქნელობას იჩენს და არაფერზე არ თანხმდება იმ იმედით, რომ ჩვენ დავექვემდებარებით შანტაჟს და ჩვენ ავყვებით პროვიკაციას.

საქართველოს მთავრობა არანაირ კომპრომისებს არ დაუშვებს. ამაში არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი.

ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამართლებრივ პრინციპებს, ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ დიპლომატიურ ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის. ეს არის უშიშროების საბჭოს ერთიანი პოზიცია. ან უნდა იყოს რეზოლუცია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად ასახავს იმას,რომ აფხაზეთის ყველა კვადრატული მეტრი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

დაადასტურებს სრულ პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ან ტექნიკური გაგრძელება მისი დაადასტურებს ყველა წინა რეზოლუციას. მესამე, აქ პრაქტიკულად არის გამორიცხული. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახის ვაჭრობას ჩვენი ღირებულებების ხარჯზე." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობაში ჩაერთონ.

მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ იგი კვლავ აპირებს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს სხდომის მოწვევას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების განხილვას.

პრეზიდენტი კვლავ მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, ერთად აკეთონ ის საქმე, რომელიც საერთო ქართული საქმეა და რომელზეც ერთიანი სახელმწიფო ხედვა არსებობს. მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს კარი ყველასთვის ღიაა და პოლიტიკოსებმა პოზიცია უნდა დააფიქსირონ იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)