რელიზები
26.06.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში გზის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიის რაიონში ჩავიდა. პრეზიდენტმა გზების მშენებლობა და ის მშენებლობები დაათვალიერა, რომელიც მესტიაში ტურიზმის განვითარებისთვის კეთდება. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, წელიწადნახევარში, ზუგდიდიდან მესტიაში ჩასვლა ორ საათში გახდება შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას სვანეთში სამთო ტურიზმის განვითარების გეგმა აქვს.
"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დავდივარ აქ და მესმის, რომ ხალხს უნდა გზა. მართალია მშენებლობა დავიწყეთ, მაგრამ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ეს აქამდე ვერ გავაკეთეთ. რაც ყველაზე მთავარია, გზისა და წყალსადენის მშენებლობაზე 600 ადგილობრივი მოსახლე საქმდება. ჩვენ, მართლაც, სამოთხე გვაქვს ქვეყანაში, რომელიც მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს. ამ გზით - კარგი, ბეტონის გზით დაუკავშირდება მთელი საქართველო მის მიწიერ სამოთხეს. დღეს ეს ყველაზე ღარიბი ადგილია, თუმცა აქ ყველაზე მდიდარი ხალხი უნდა ცხოვრობდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური