Google+

რელიზები

27.06.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის დაფინანსების თემას აჭარიდან გამოეხმაურა

ოპოზიციის დაფინანსების თემას საქართველოს პრეზიდენტი აჭარიდან გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა ყველას მოუწოდა დესტრუქციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ და აღნიშნა, რომ მხოლოდ დედაქალაქში ქუჩების გადაკეტვით და ამის გაპიარებით ყოველი მეათე სამუშაო ადგილი დაიკარგა. მისი თქმით, საქართველოს ახლა ხელის შეშლა არ სჭირდება, ქვეყნის განვითარებას ყველამ ხელი უნდა შეუწყოს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის სამი ''დე''-სგან შემდგარი პროგრამის დაფინანსების სურვილი ბიზნესმენებს, რა თქმა უნდა, არ ექნებათ.

აჭარაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად გამოხატავენ გაკვირვებას, თუ რატომ არ აქვთ არც საქართველოში და არც უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების დაფინანსების სურვილი.

„მინდა, ყველამ გაიაზროს, რომ ყველა ბიზნესმენს უნდა პოზიტივი, მშენებლობა. ყველა ბიზნესმენი რაღაცას ქმნის, აშენებს, ავითარებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, არცერთ ბიზნესმენს არ სურს არეულობა და არ სიამოვნებს, როცა უკეთესი პროგრამის შეთავაზების, უფრო სწრაფად განვითარების ნაცვლად, პროგრამა მხოლოდ დაკეტვა, დაბლოკვა და დამთავრებაა.

"როცა შენ გაქვს სამი "დე''-სგან შემდგარი პროგრამა - დავკეტავ, დავბლოკავ, დავამთავრებ - იქ ფული არ წამოვა. თუ შენ ეუბნები, როგორ განვითარდები, ალბათ დაგეხმარებიან'', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დღესვე ოპოზიციის ბრალდებას უპასუხა და მის მიერ გაკეთებული კომენტარი განმარტა. საუბარია ოპოზიციის ლიდერთა იმ განცხადებებზე, რომელთა მიხედვითაც 1999 წელს ჩატარებული არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილმა მადლობა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა. განცხადებას, რომელსაც საქარ[ელოს პრეზიდენტი დღეს გამოეხმაურა, 1999 წელსაა გაკეთებული. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა რიგით თანამშორმელს გადაუხადა, რომლებმაც შესაძლო ექსცესების თავიდან აცილება მოახერხეს.

„ერთ-ერთი ოპოზიციური არხი ისტერიულად ატრიალებს 90-იანი წლებში ჩემს ძველ გამოსვლას. როგორც დიდ კომპრომატს, სადაც მადლობას ვეუბნები საქართველოს პოლიციას, გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს." - განაცხადა აჭარაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს გამოსვლა სამარცხვინო სულაც არ ყოფილა.

"მინდა, ვუთხრა ჩემს ოპონენტებს, მე არამხოლოდ არ მრცხვენია იმ გამოსვლის, არამედ ვამაყობ, რადგან ჩვეულებრივი პოლიციელი, ჩვეულებრივი ჯარისკაცი ემსახურება თავის ქვეყანას ყველა დროში. არ შეიძლება, მუდმივად ლანძღავდე პოლიციელს, ჯარს, სახელმწიფო ორგანოებს, ბიზნესმენებს, ვინც ქმნის რაღაცას და ელოდე, რომ მათ შეუყვარდები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)