რელიზები
23.07.2009
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი განცხადება
საქართველოს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს და აშშ ვიცე პრეზიდენ ჯოზეფ რ. ბაიდენს შორის დღეს, თბილისში შედგა კონსტრუქციული და პროდუქტიული მოლაპარაკება საკითხთა ფართო სპექტრზე. მათ განიხილეს ეკონომიური, დიპლომატიური და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ისევე როგორც საქართველოს დემოკრატიული რეფორმები. ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა საქართველოს მიმართ ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებენ მათი პარტნიორობის გაფართოვებაზე და განავრცობენ თანამშრომლობას საერთო პრიორიტეტების ფართო სპექტრზე.
ბოლოს, მათ დაადასტურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია შეხვდება მომავალ შემოდგომაზე და რომ მათი ადმინისტრაციები მჭიდროდ იმუშავებენ, რათა შეიმუშაონ შეხვედრების დეტალური განრიგი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური