Google+

რელიზები

07.08.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკო და პირადად მიუსამძიმრა დაღუპული ჯარისკაცების ახლობლებს. მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ქალაქის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაღუპულთა ხსოვნას მათ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)