Google+

რელიზები

11.08.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მეთიუ ბრაიზა ”ოქროს საწმისის” მედლით დააჯილდოვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა საქართველოდან გამგზავრებამდე ბათუში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მეთიუ ბრაიზა "ოქროს საწმისის" საპატიო მედლით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ჯილდო მას ამერიკა-საქართველოს შორის მეგობრობის ხელშეწყობისა და ამ ურთიერთობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადასცა.

"მეთიუ ბრაიზას წვლილი ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებაში ძალიან დიდია. ყველაზე რთულ დროში თავის კოლეგებთან ერთად ის საქართველოს გვერდით იდგა. ჩვენ აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს. ეს ის ურთიერთობაა, რომელიც ურთიერთპატივისცემას ემყარება და არა დიქტატს, თანასწორუფლებიანობას და არა ბატონყმურ დამოკიდებულებას. ეს არის სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც საქართველოს განვითარებას ეფუძნება და ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნას ისახავს მიზნად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)