Google+

რელიზები

14.09.2009
საქართველოს პრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასწავლო წლის დაწყება მთელ საქართველოს გარდაბნის რაიონიდან მიულოცა

საქართველოს პრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასწავლო წლის დაწყება მთელ საქართველოს გარდაბნის რაიონიდან, სოფელ ვახტანგისის #2 საშუალო სკოლიდან მიულოცა. სკოლაში მიხეილ სააკაშვილი ყველაზე სტაჟიან პედაგოგთან ერთად მივიდა. პრეზიდენტმა 82 წლის ნაზი წიკლაურს რუსთავში საკუთარ სახლში გაუარა და სკოლაში თავისი ავტომობილით მიიყვანა. გზაში საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში არსებული სიტუაციით, პედაგოგების ხელფასებით დაინტერესდა და ღვაწლმოსილ მასწავლებელს სკოლის პრობლემებზე ესაუბრა. რუსთავიდან ვახტანგისამდე პრეზიდენტმა და პედაგოგმა ახლად დაგებული გზით იმგზავრეს. პრეზიდენტმა მგზავრობისას ის დროც გაიხსნა,როდესაც რუსთავი-ვახტანგისის გზაზე ინსპექტორები მოსახლეობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებდნენ და ფულს სთხოვდნენ.

პედაგოგმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასწავლებლის ხელფასის მომატებისათვის, ასევე საჯარო სკოლისა და გზების შეკეთებისათვის.

პრეზიდენტმა პირველკლასელებს საჩუქრად წიგნები და ჩანთები გადასცა. სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და ყველაზე ღვაწლმოსილი პედაგოგი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ თქვენ არსებობთ. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მიდნა ყველაფრისთვის დიდი მადლობა გითრხათ თქვენ და იმ ენთუზიასტებს, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ბავშვებისთვის" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)