რელიზები
24.10.2009
მიხეილ სააკაშვილი ფოთში ახალი ნავმისადგომის გახსნას დაესწრო
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ახალი ნასვმისადგომი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. საკონტეინერო ტერმინალის სარეკონსტრურუქციო სამუშაოებისთვის 27 მილიონი ლარის ინვესტიცია არაბულმა კომოპანიამ "რაკ-ინვესტი" განახორციელა.
სამშენებლო სამუშაობის ფარგლებში ნავმისაგომი უახლესი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა, აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, დამონტაჟდა ორი ახალი მაღალი წარმადობის ამწე.
პორტის სარკინიგზო ქსელი ნავმისადგომს ახალი სალიანდაგო ხაზით დაუკავშირდა. შეიქმნა დამატებით 350 ახალი სამუშაო ადგილი. ტერმინალი ამჟამად ნავსადგურში არსებულ საკონტეინერო სიმძლავრეს ორჯერ გაზრდის.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ახლა საქართველო შეუქცევადი ეკონომიკური განვითარების ზღურბლზეა. პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილმა ტვირთების გადაზიდვის სარგებლიანობის კუთხით, ევროპიდან აზიაში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა წარმოადგნა.
"საქართველო იბომბებოდა არა იმიტომ, რომ აქ მისი პრეზიდენტი ან ვინმე არ მოსწონთ, იბომბებოდა იმიტომ, რომ საქართველოს აქვს სარგებლიანი გეოგრაფიული მდებარეობა, აქვს ყველაზე დაბალი გადასახადი რეგიონში, რითაც მსოფლიოში იკავებს ჰონკონგისა და სინგაპურის შემდეგ. მსოფლიოში საქართველოს მეთერთმეტე ადგილი უკავია ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
იმაზე საუბრისას კი, როგორ შეიძლება საქართველოს შესაძლებელობების გამოყენება, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ფოთში შენდება აეროპორტი, ანაკლიაში აშენდება პორტი, შეიქმნება საკურორტო მიმართულება მესტიის მიმართულებით და ყველაფერი ეს ერთმანეთს დაუკავშირდება აშენებული გზებითა და მაგისტრალებით.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური