რელიზები
19.11.2009
ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ
2009 წლის 18 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს შორის.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები, ისევე როგორც საქართველო აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა. განხილულ იქნა აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ყურადღება მიიპყრო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებების გახშირებულ ფაქტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სოფელ ტირძნისში გატაცებული და დატყვევებული ოთხი ქართველი მოზარდის საკითხზე. საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა აშშ-ს გამოიყენოს მთელი თავისი ავტორიტეტი და მოახდინოს ძალისხმევის კონსოლიდაცია მოზარდების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური