რელიზები
23.11.2009
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესმა საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად ჯვარი გადასცა
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საზეიმო წირვა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში აღავლინა, რომელიც აბანოთუბანში მდებარეობს და ახლახან აღდგა. ახლადგახსნილ ტაძარში ღვთისმსახურებას ოჯახთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.
უწმინდესმა წირვის შემდეგ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად ჯვარი გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური