Google+

რელიზები

31.12.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის აღნიშვნა ზუგდიდიდან დაიწყო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდს ოჯახთან ერთად ესტუმრა და ზუგდიდის ყინულის სახლშიც მათთან ერთად მივიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდელ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი პირადად მიულოცა და მათ ყინულის მოედნის გადიდებას დაპირდა. ბავშვებთან ერთად მოედანზე პრეზიდენტმაც ისრიალა და თავისი უმცროსი ვაჟი ნიკოლოზიც დააყენა ყინულზე. მისი თქმით, ყინულის მოედანს მომავალ წელს ქუთაისშიც გახსნიან, ბათუმში კი ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედანი გაკეთდება.

"ჩვენი ოჯახის ტრადიციად იქცა ყოველ ახალ წელს ზუგდიდში ჩამოსვლა. ნიკუშას დღეს პირველად ჩავაცვით ციგურები და პირველად დადგა ყინულზე. ამაში დიდად დაგვეხმარნენ აქაური ბავშვები, რომლებიც წარმოუდგენლად კარგები არიან. ზუგდიდში განსაკუთრებული ბავშვები ცხოვრობენ. მათ ყველაზე მეტად შეეხო მტრის შემოსევა, ომი და ოკუპაცია, უბედურება, გაჭირვება და სიღარიბე, მაგრამ მაინც უზარმაზარი ლტოლვა აქვთ ყოველივე კარგისადმი. გარეთ მათი ლოზუნგიც არის გამოფენილი: "ყინული და წარმატება". ამ ბავშვებს აუცილებლად ელით ძალიან დიდი წარმატება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)