Google+

რელიზები

13.01.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებსა და განათლების რეფორმაზე ილაპარაკა

დღეს საქართველოს პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა და რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. უწინარესად, ლაპარაკი შეეხო ამ დღეებისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს.

"როგორც იცით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამი - ზურაბ ხარატიშვილის, ოთარ სიჭინავასა და ლევან თარხნიშვილის კანდიდატურები წარადგინა. პრეზიდენტის ინიციატივით, ცესკოს ოპოზიციურ ძალებს მოსაფიქრებალად, კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მისაღებად ვადა გაუხანგრძლივდა და ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრებს სრული თავისუფლება აქვთ თავად აირჩიონ თავმჯდომარე. რაც შეეხება ლევან თარხნიშვილის კანდიდატურას, პრეზიდენტი განმარტავს, რომ მისი კანდიდატურა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაასახელეს. მათი მთავარი არგუმენტი კი მისი პროფესიონალიზმი იყო - თარხნიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის დროს შეძლო ძლიერი პროფესიონალური გუნდის შეკრება და სისტემის ჩამოყალიბება, ხოლო თარხნიშვილზე შეჩერდება არჩევანი თუ სხვა კანდიდატზე, ეს ცესკოში წარმოდგენილი ოპოზიციური ძალების გადასაწყვეტია", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც პრესსპიკერმა გაამახვილა ყურადღება განათლების რეფორმა იყო. როგორც მან აღნიშნა, ამ თემაზე პრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბათუმელ პედაგოგებთან შეხვედრისას, მაგრამ პრეზიდენტს სურს, რომ რამდენიმე საკითხი დააკონკრეტოს.

"უპირველესად, ეს შეეხება სამხედრო სწავლებას, ჩვენი მომავალი თაობის სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას. ამ საგანს სკოლებში ადრეც ასწავლიდნენ, მაგრამ რეფორმის შედეგად, საგნის შესწავლა სრულიად ახლი მეთოდითა და მიდგომით მოხდება. სამხედრო-პატრიოტული აღზრდა გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას და მხედრული სულისკვეთების გაღვივებას, ის რაც ქართვლებსა და საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ ხალხს ოდითგან ქონდათ გამჯდარი. ახალი მეთოდი ასევე ითვალისწინებს საქართველოს სამხედრო ისტორიის სწვალებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესში საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალების დემობილიზებული ოფიცრები ჩაერთვებიან. მათი კანდიდატურები საგანგებოდ შეირჩევა და სკოლებში შესასვლელად ისინი სპეცილურ ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს გაივლიან", - აღნიშნა პრესსპიკერმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)