რელიზები
22.01.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განცხადება გააკეთა
დღეს საქართველოს პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განცხადება გააკეთა.
"ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსთა ნაწილი ცდილობს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოიყენოს. სწორედ ამ მიზნით იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის მოთხოვნაც.
"ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატზე განიხილება ქვეყნისთვის საჭირო, უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიცაა ოკუპაცია, რუსეთთან ურთიერთობა და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის პოლიტიკა. სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს ითხოვენ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას, უარს აცხადებენ და არ ესწრებიან იმ სხდომებს, რომლებზეც განიხილება ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიული საკითხები. მათი მხრივ, უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნა ამ თემის წინასაარჩევნოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობაა", - განაცხადა პრესსპიკერმა.
მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მზადაა უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომებზე განიხილოს და იმჯელოს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე თქმით, მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს არ გამოიყენონ აღნიშნული ფორმატი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური