Google+

რელიზები

29.01.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა დაათვალიერა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ესტუმრა, სადაც ადგილობრივი მეტალურგიული ქარხანა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქციის დროულად დასრულება და ყინულის მოედნის აშენება დაავალა.

"შარშან თბილისის ცენტრში აქციების დროს, აქ მე რამდენჯერმე დამჭირდა ჩამოსვლა რათა ინვესტორს არ შეშინებოდა და არ გაქცეულიყო. როგორც ხედავთ, ინვესტორს არ შეეშინდა და ქარხანა ამუშავდა. ახლა ილაპარაკონ, რომ ეს არის პიარი და ყველაფერი მოჩვენებითია. ფაქტია, რომ ქუთაისში 500 დასაქმებული მოქალაქე გაჩნდა, რომელთა ხელფასები 800-900 ლარს შეადგენს. ისინი, ვინც ამ ქარხანაში ათობით მილიონი ჩადო, აქედან აღარ გაიქცევა და, პირიქით, ფესვებსაც გაიდგამს. არის ხალხი, ვინც ანგრევს ქვეყანას და არის ხალხი, ვინც აშენებს საქართველოს. ბოლო თვენახევრის განმავლობაში უკვე მეორე ქარხანას ვხსნით მეტალურგიული პროფილით. ეს მთავარია, რადგან ქუთაისს უბრუნდება ინდუსტრიული მნიშვნელობა. ქუთაისი არა მხოლოდ მეორე დედაქალაქი ხდება, სადაც საქართველოს სტრუქტურები გადმოდის, არამედ - ქვეყნის ინდუსრიული ცენტრიც, რა თქმა უნდა, სწორი ინდუსტრიალიზაციის პირობებში. ეს პროცესი ეფუძნება ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს და არა მოჩვენებით ეკონომიკას, როგორც ხშირად ხდებოდა კომუნისტების დროს. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც უახლოეს პერიოდში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ქალაქში მოხდება ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ქარხის პერსონალსაც გაესაუბრა, მათი სამუშაო პირობებით, ხელფასებითა და გარემოთი დაინტერესდა. ქარხნის მთავარ ინჟინერთან საუბრისას, პრეზიდენტმა უმაღლეს სასწავლებლებთან ხელშეკრულების გაფორმებისა და კვალიფიციური კადრები მომზადების შესაძლებლობების თაობაზეც ისაუბრა.

საწარმოს თვეში 8000 ტონა სამშენებლო არმატურის დამზადება შეუძლია. მომავალი წლისათვის კი წარმადობა გაორმაგდება. დაიდგმება ახალი რკალური 30 ტონიანი ღუმელიც. ქარხანა ქართულ-ინდური ინვესტიციით აშენდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)