Google+

რელიზები

29.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ბოლო თვეებში ჩვენ  უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში... და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ!“  ...მზად ვარ დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია!
29.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი თომას ბურგენტალი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
27.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „ილუზიონი“-ს წამყვანი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მას წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის
27.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა კონკორდიას სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა ქვეყნის პირველმა პირმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული რეფორმების, მიღწეული წარმატებებისა და შეძენილი გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
25.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პარტნიორობის მიმართულებები განიხილეს.
25.09.2013 ნიუ-იორკში საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ მისწრაფებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ორი ქვეყნის თნამშრომლობას გააღრმავებს.
25.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ქართულ დიასპორას შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ პოლიტიკურ ტენდენციებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის.
24.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „მავთულხლართების თემა არის სერიოზული კრიზისის თემა და სერიოზული შემოტევის ნიშანი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე“ საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დვანსა და დიცში განვითრებულ მოვლენებს.
24.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ესტონელ კოლეგას შეხვდა მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს და ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილეს.
22.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიას დაესწრება, სადაც ქვეყნის პირველი პირი სიტყვით წარსდგება სესიის მონაწილეთა წინაშე.
21.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება სრულიად უეჭველია, რომ დღეს მთავრობას გაცილებით მეტი უჯდება კომერციული რეისების დაქირავება, ვიდრე ეს ...
20.09.2013 რთველი პრეზიდენტის ვენახში საქართველოს პრეზიდენტის ვენახში რთველი მიქაელ მთავარანგელოზის დღეს დაემთხვა და ის, სიმბოლურად, მეუფე სერგიმ გახსნა.
19.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ბინების მშენებლობა უნდა განახლდეს სრული ტემპით და კუთვნილი ბინები ყველა ოფიცერმა უნდა მიიღოს“ საქართველოს პრეზიდენტი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
19.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ყვარლის კარ-მიდამოში გახსნილ მეღვინეობის  სასწავლო ცენტრში ფრანგმა ენოლოგმა ტრენინგი გამართა საქართველოს კუთხეებიდან მოწვეულ მეღვინეებს ჟან მიშელ მუნიემ თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო
18.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკი თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საცხოვრებელი ბინის არქონის გამო, იძულებულია, ავტოფარეხში იცხოვროს.
18.09.2013 პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოქალაქეობა მიანიჭა „ჩარშამბას“ აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს დროშებით დახვდნენ.
16.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს რანკო კრივოკაპიჩს და ასამბლეის გენერალურ მდივანს სპენსერ ოლივერს შეხვდა.
16.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალქალაქის სკოლებიდან მიულოცა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალის #1 და #3 საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა
15.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ საქართველოში მსგავსი მასშტაბური მშენებლობა არ ყოფილა...უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა , რომ ეს ისტორიული მშენებლობა შეაჩერო...რატომ გააჩერეს?! “
საქართველოს პრეზიდენტმა და დედაქალაქის მერმა ვერტმფრენიდან ის გაჩერებული მასშტაბური მშენებლობები დაათვალიერეს, რომელიც რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
12.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი  მანანა მანჯგალაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ვერტმფრენებთან დაკავშირებით გააკეთა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)