Google+

რელიზები

21.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ჩიკაგოშის ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით იმყოფება, სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
21.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით წარსდგა და საქართველოში განხორციელებული ტრანსფორმაციისა და წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.
21.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ჰერმან ვან რომპეისთან გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატოს სამიტის ფარგლებში დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.
21.05.2012 მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის განვითარების პროექტებზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მიჩიგანის ტბის სანაპირო დაათვალიერა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელ ბულვარზე ველოსიპედით გაისეირნა.
20.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა
18.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეს ესტუმრა პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად, ამერიკაში მცხოვრები თანამემამულე დავით ცქიფურიშვილი მივიდა, რომელმაც პრეზიდენტი მორისვილში, საკუთარ კარ-მიდამოში მიიწვია.
18.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგების წინაშე სიტყვით წარსდგა.
16.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილი მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.
16.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოს სამიტის მნიშვნელობასა და გაეროს ჯილდოსთან დაკავშირებით ისაუბრა  საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. ქვეყნის პირველმა პირმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება, ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
15.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატო-ს სამიტს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი 20-21 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩიკაგოში ნატოს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
15.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა.
14.05.2012 მიხეილ სააკაშვილსა და ფრანსუა ოლანდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
14.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა და თბილისის მერს გიგი უგულავას და ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება დაავალა.
14.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი საქართველო-ჰოლანდიის თამაშს დაესწრო  საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიაში მიმდინარე 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებები ხვდებოდა.
13.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებულ უბანში მოსახლეობა მოინახულა საქართველოს პრეზიდენტი ორთაჭალაში გულუას მოედანზე მივიდა და სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ვიცე-მერთან დავით ნინიძესთან და პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან ერთად სტიქიის ეპიცენტრი დაათვალიერა
13.05.2012 მიხეილ სააკაშვილმა მაშველებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უცხადებს ყველა იმ მაშველს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდა მოსახლეობას
13.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი უბედურების გამო
12.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ კონფერენციაში „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა
12.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე ხულოდან მიულოცა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხულოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მეუფე სპირიდონს და ტაძარში შეკრებილ მრევლს მიულოცა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)