Google+

რელიზები

31.08.2011 მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში საქართველო-ბელგიის თამაშს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად დღეს ლიტვაში საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
29.08.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის ინფრასტრუქტურის დასრულებული პროექტები შეაფასა და მიმდინარე მშენებლობები მოინახულა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ესტუმრა და ქალაქში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მშენებლობა მონახულა, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს.
23.08.2011 მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედანი გახსნა საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი პირველი საციგურაო მოედნის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო, რომელშიც თბილისის, ბათუმის და ზუგდიდის მოციგურავეებთან ერთად, ცნობილი ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილიც მონაწილეობდა.
22.08.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიას ქალაქის სტატუსი მიანიჭა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ანაკლიის სანაპირო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც „ოქროს საწმისი" მოინახულა, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და აღნიშნა, რომ მალე ანაკლია ტურისტებისთვის შავი ზღვისპირეთის ყველაზე სასურველი კურორტი გახდება.
14.08.2011 ბათუმის ხელოვნების განახლებულ ცენტრში საქართველოს პრეზიდენტი პირველ სპექტაკლს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან, სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად, ბათუმის ხელოვნების განახლებულ ცენტრში მიუზიკლის „ქეთო და კოტე" პრემიერას დაესწრო.
09.08.2011 საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მყოფ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს ესტუმრა, რომელთა შორის რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის ბელარუსიდან ჩამოსული მოზარდებიც არიან.
06.08.2011 საქართველოს პრეზიდენტი თამთა ლიპარტელიანის დაკრძალვას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის დაკრძალვას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, სამოქალაქო პანაშვიდზე დასასწრებლად, საგანგებოდ ჩავიდა და გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პირადად მიუსამძიმრა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)