შეხვედრები და ვიზიტები
04.02.2011
საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციას ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის 47-ე კონფერენციის მონაწილეებს 6 თებერვალს სიტყვით მიმართავს. კონფრენციის ფარგლებში, იგი შეხვედრებს გამართავს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და შვეიცარიის პრეზიდენტთან მიშელინ კალმი-რეისთან. მიუნხენის კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე 4-6 თებერვალს გაიმართება. პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში, ასევე იგეგმება სხვა ორმხრივი შეხვედრები.
კონფერენციის მთავარი თემებია საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები, რეგიონული განხეთქილებები და უსაფრთხოების ზომები; უსაფრთხოების პოლიტიკის პროექტები ასევე მოიცავს კიბერნეტიკულ უსაფრთხოებას, სტრატეგიულ აზროვნებას და რესურსების უსაფრთხოებას.
კონფერენციაზე მიწვეულია 350 მაღალი დონის სტუმარი (ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები) 150 ქვეყნიდან.