Google+

შეხვედრები და ვიზიტები

12.09.2005
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მე-60 სესიაში.

სესიაზე სიღარიბის დაძლევის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე გაეროს რეფორმირების საკითხებს განიხილავენ.

მიხეილ სააკაშვილი თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს, რომელზეც საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)