შეხვედრები და ვიზიტები
23.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნგრელ კოლეგას პალ შმიტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს უნგრელ კოლეგასთან პალ შმიტთან გამართა შეხვედრა. პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოუწყვეს. უნგრეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას შანდორის სასახლესთან დახვდა და პირველმა პირებმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს. პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ შეხვდნენ, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაგრძელდა. შეხვედრისას, უნგრეთის პრეზიდენტმა ღიად გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. პალ შმიტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს სწრაფვას ევროპულ სტრუქტურებში და მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად დაუჭიროს მხარი საართველოსევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ასევე ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. უნგრეთის პირველმა პირმა დადებითად შეაფასა ჩვენ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და უნგრეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.