შეხვედრები და ვიზიტები
12.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს ტიერი მარიანის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საავტომობილო, საზღვაო და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ ის მომავალშიც წარმატებული იქნება. პრეზიდენტთან საუბრისას, ტიერი მარიანიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იგი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტის მოსამზადებელ დეტალებსაც აზუსტებს.
მიხეილ სააკაშვილისა და ტიერი მარიანის შეხვედრას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩიც ესწრებოდა. შეხვედრა ყვარელში, არაფორმალურ გარემოში გაიმართა.