Google+

შეხვედრები და ვიზიტები

31.10.2011
მიხეილ სააკაშვილმა და მიშელინ კალმი-რეიმ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს და  საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა. მან მიხეილ სააკაშვილს  შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისული დოკუმენტის თაობაზე რუსეთის მხარის დამოკიდებულება გააცნო. მედიატორი ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია ქართული მხარის მოთხოვნები, რაც საზღვრებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს. 

ოფიციალურ მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით უცნობია. სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბერს არის ჩანიშნული. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს გადაწყვეტს. რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება გასულ კვირას დასრულდა.

ოფიციალურმა მოსკოვმა ორგანიზაციის წევრობის სურვილით პირველი განაცხადი მსო-ში 1993 წელს წარადგინა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)