Google+

შეხვედრები და ვიზიტები

21.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი კშიშტოფ ლისეკსა და ელმარ ბროკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ კშიშტოფ ლისეკსა და  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა, რომელიც საქართველოს სტუმრობს, როგორც ევროკავშირის  მისიის სპეციალური წარმომადგენელი.

საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში გამართული დემოკრატიული არჩევნები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროგრესის გაღრმავება იყო. მიხეილ სააკაშვილმა და ევროპარლამენტარებმა სამეზობლო პოლიტიკასა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ელმარ ბროკის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ახალ მთავრობას მოუწოდა, რომ ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, ასევე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის განვითარების კურსი კვლავ უნდა გაგრძელდეს.

„ ჩვენ ევროპარლამენტს წარმოვადგენთ და აქ იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ ჩვენი გრძელვადიანი ინტერესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ასევე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა ბოლო წლების მანძილზე.  ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან პოზიტიურად განვითარდა მთავრობის გადაცემის პროცესი, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და შემდგომაც შესაძლებელი იყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ამასთან აუცილებელია ახალმა უმრავლესობამ დაინახოს ზღვარი ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს პოლიტიკური ბრძოლაა, რომელმაც შესაძლებელია შერჩევითი სამართლის პრეცენდენტი შექმნას, რაც შეუძლებელს გახდის ქვეყნის შემოდგომ განვითარებას და კონსტრუქციულ   ურთიერთობას ევროკავშრსა და იმ ქვეყანას შორის რომელსაც ევროპული პერსპექტივა აქვს.“- აღნიშნა ელმარ ბროკმა შეხვედრაზე.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)