Google+

შეხვედრები და ვიზიტები

12.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი  ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომი თანამშრომლობა იყო.
12.02.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი  ვლადიმერ მაკეი მიიღო საუბრის მთავარი თემა ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობის გაღრმავება იყო.
21.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სამომავლო ურთიერთობები განიხილა.
21.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა
სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტან თანამშრომლობის გაღრმავების როლი და რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების მნიშვნელობა იყო.
10.01.2013 მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო პატრიარქსა და უწმინდესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა საქართველოში სტუმრად მყოფი კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს პირველი და უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
23.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი პარტია "უდარ"-ის ლიდერს ვიტალი კლიჩკოს შეხვდა შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
21.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი კშიშტოფ ლისეკსა და ელმარ ბროკს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ კშიშტოფ ლისეკსა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა, რომელიც საქართველოს სტუმრობს, როგორც ევროკავშირის მისიის სპეციალური წარმომადგენელი.
18.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ევროსაბჭოს როლი საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებსა და ევროინტეგრაციის პროცესში.
12.12.2012 მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განხორციელებული რეფორმები იყო.
06.12.2012 საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
30.11.2012 საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა საუბრის მთავარი თემა მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო
30.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს
28.11.2012 მიხეილ სააკაშვილსა და ერიკ რუბინს შორის შეხვედრა გაიმართა საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანაშრომლობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელება და ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო
26.11.2012 მიხეილ სააკაშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა განხილვის მთავარი თემები იყო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და ამ მხრივ, საქართველოს წვლილი, ასევე ორმხრივი ურთიერთობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.
21.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საკითხებში დეივიდ ლიდინგტონს შეხვდა საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მთავრობის მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, ასევე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო.
18.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს შეხვდა  დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობები, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო.
12.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა კარლ ლამერსმა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
12.11.2012 საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის ორმხრივი შეხვედრა პრაღაში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
07.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა გლობალურ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტმა მას, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა
18.10.2012 საქართველოს პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა და ტრაიან ბასესკუმ საქართველოში გამართული არჩევნების თაობაზე ისაუბრეს.
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)