Google+

შეხვედრები და ვიზიტები

19.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტაილანდის სამეფოში, ქალაქ ჩან მაიში საქართველოს პრეზიდენტსა და ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ინგლუქ შინავათრას შორის შეხვედრა გაიმართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მიხეილ სააკაშვილი და ინგლუქ შინავათრა  საქართველოსა და ტაილანდს შორის არსებულ 20-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობასაც შეეხნენ და ამ ტრადიციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

ქვეყნის პირველი პირი ტაილანდის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ორმხრივი შეხვედრების გარდა აზია-წყნარი ოკეანის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტს მსოფლიოს 37 ქვეყნის 2000 მაღალი რანგის სახელმწიფო პირი, პოლიტიკოსები და ექსპერტები ესწრებიან.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)