შეხვედრები და ვიზიტები
17.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ნევარკის მერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ნევარკის მერს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა განხორციელებული რეფორმები და საინტერესო პროექტები იყო. კორი ბუკერმა, რომელიც ცნობილია რეფორმისტული იდეებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საქართველოს პრეზიდენტს და ასევე დაინტერესდა ქართული რეფორმების წარმატების იდეით. ქალაქის მერი აღფრთოვანებული დარჩა იმ არქიტექტურული სიახლეებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მმართველობის პერიოდში განხორციელდა.