Google+

შეხვედრები და ვიზიტები

27.02.2013
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.  ბაქოში, ზუგულბას სასახლეში საქართველოს პირველი პირის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. აზერბაიჯანის შეხვედრისას, საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო.

მხარეებს შორის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობაც გაიმართა. დელეგაციების წევრებმა  კონკრეტულ სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცებასა და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.      



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)