შეხვედრები და ვიზიტები
23.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა. ლიდერებმა ორი ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს და განათლების სფეროსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს; ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასა და იმაზე იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოსა და, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. საქართველოსა და ლატვიის პირველმა პირებმა თანამშრომლობის გაღრმავება თითქმის ყველა სფეროში დაგეგმეს. როგორც ლატვიის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, ლატვიასა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გახდეს.
დასასრულ, ლატვიის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგა ლატვიაში მიიწვია. თავის მხრივ, ანდრის ბერზინშს საქართველოში მიხეილ სააკაშვილიც უმასპინძლებს.