Google+

შეხვედრები და ვიზიტები

04.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელი კოლეგა ბათუმში მიიღო

დღეს ბათუმს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვია. ტომას ჰენდრიკ ილვესმა განახლებული ბათუმი დაათვალიერა, მოგვიანებით კი ახლადგახსნილ იუსტიციის სახლს ესტუმრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ესტონელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა  საშუალებით საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ტომას ჰენდრიკ ილვესმა განხადებები გააკეთეს.

ესტონეთის პირველი პირი საქართველოში  ორ დღეს დარჩება. ხვალიდან იგი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში განაგრძობს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)