შეხვედრები და ვიზიტები
21.06.2011
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილმა გჟეგოჟ სხეტინა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას, საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული ურთიერთობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. როგორც სეიმის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
სასახლეში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილმა გჟეგოჟ სხეტინას საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.