შეხვედრები და ვიზიტები
19.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის პარლამენტის სპიკერს ლასლო კოვერსა და უნგრელ პარლამენტარებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის პარლამენტის სპიკერს ლასლო კოვერსა და უნგრელ პარლამენტარებს შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოხატეს. ლასლო კოვერი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციით და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში კორუფციის დაძლევის მიზნით წარმატებით განხორციელებული რეფორმები იყო. ამას გარდა, სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებში ასევე წარმატებულ რეფორმებს. ლასლო კოვერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერა. საკუთარი ქვეყნის სახელით კი, მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროსტრუქტურებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.