შეხვედრები და ვიზიტები
13.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს კარელ შვარცენბერგს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. კარელ შვარცენბერგმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. შეხვედრისას, ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მხრივ მიღწეულ წარმატებებზე. საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც შეეხო.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქტიური მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) მონაწილეობისთვის.