Google+

შეხვედრები და ვიზიტები

02.04.2005
სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამთო კურორტის, გუდაურის სასტუმრო "მარკო პოლოში" ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და მეზობელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტები ერთმანეთთან არაფორმალურ, მეგობრულ გარემოში შეხვედრას მანამდეც გეგმავდნენ. "ჩვენ მეზობლებთან ცერემონიები და პროტოკოლური შეზღუდვები არ გვჭირდება... ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ყოველთვის შეგვიძლია ერთმანეთს ვესტუმროთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი და რობერტ ქოჩარიანი თბილისში ხვალ დაბრუნდებიან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)