Google+

შეხვედრები და ვიზიტები

18.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სუუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სუუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე დასასწრებად 22 აპრილს კიშინეუში გაემგზავრება. სამიტი მუშაობას იმავე დღეს დაიწყებს და შემაჯამებელ დეკლარაციასაც მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სუუამ-ის თავმჯდომარეობას მოლდოვის პრეზიდენტს ვლადიმერ ვორონინს გადასცემს, რის შემდეგაც მთელ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი. ასევე დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვა და ორმხრივი შეხვედრები.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმავე დღეს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)