Google+

შეხვედრები და ვიზიტები

21.05.2005
25 მაისს საქართველოს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრეიბერგა ეწვევა

25 მაისს საქართველოს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრეიბერგა მეუღლესთან იმანტს ფრეიბერგსთან ერთად ეწვევა. 26 მაისს ვაირა ვიკე-ფრეიბერგა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრება და სიტყვით გამოვა.

ასევე დაგეგმილია ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეხვედრა. იმავე დღეს ლატვიის პირველი პირი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ლატვიის პრეზიდენტი თბილისის ძველ უბნებს დაათვალიერებს და მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსაც ეწვევა.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაირა ვიკე-ფრეიბერგასა და მისი მეუღლის იმანტს ფრეიბერგსის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

ვაირა ვიკე-ფრეიბერგა საქართველოდან 26 მაისს გაემგზავრება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)