შეხვედრები და ვიზიტები
24.07.2005
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს ეწვევა
26 ივლისს საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ჩამოვა. ვიზიტის დროს იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებს.
28 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ბორჯომ-ლიკანის რეზიდენციას ეწვევა, სადაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს. განცხადების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტები მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ვიქტორ იუშჩენკო საქართველოდან 29 ივლისს გაემგზავრება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური