Google+

შეხვედრები და ვიზიტები

14.03.2006
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია

დღეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი მეუღლესთან სემრა სეზერთან ერთად საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, რის შემდეგაც დელეგაციებს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები და ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აჰმეთ ნეჯდეთ სეზერმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის განცხადებები გააკეთეს.

დღეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდება, ხვალ კი დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი საქართველოს ხვალ დატოვებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)