შეხვედრები და ვიზიტები
01.08.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
2 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი პოლონელ კოლეგას ლეხ კაჩინსკის შეხვდება, რის შემდეგაც ორი პრეზიდენტის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, სეიმისა და სენატის თავმჯდომარეებთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრთან.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური