შეხვედრები და ვიზიტები
24.06.2007
მიხეილ სააკაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც შავი ზღვის რეგიონის სხვა 11 ლიდერთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტსა და ენერგეტიკულ კონფერენციაში.
საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობის და ვაჭრობის მხარდაჭერას შეეხება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი თურთქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აჰმედ ნეჯდეთ სეზერს, ასევე თურქეთის რესპულიკის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
25 ივნისს შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფო მეთარუთა სამიტზე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.
26 ივნისს გაიმართება ენერგეტიკული კონფერენცია: აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრა: ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი საზღვრები", სადაც საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებსაც შეხვდება. თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის მიერ დაგეგმილია კონცერტი, რის შემდეგაც მიხეილს სააკაშვილი მათ წინაშე სიტყვით წარსდგება.
სამიტი ორ დღეს გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 26 ივნისს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური