Google+

შეხვედრები და ვიზიტები

28.11.2012 მიხეილ სააკაშვილსა და ერიკ რუბინს შორის შეხვედრა გაიმართა საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანაშრომლობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელება და ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო
26.11.2012 მიხეილ სააკაშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა განხილვის მთავარი თემები იყო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და ამ მხრივ, საქართველოს წვლილი, ასევე ორმხრივი ურთიერთობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.
21.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საკითხებში დეივიდ ლიდინგტონს შეხვდა საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მთავრობის მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, ასევე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო.
18.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს შეხვდა  დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობები, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო.
12.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა კარლ ლამერსმა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
12.11.2012 საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის ორმხრივი შეხვედრა პრაღაში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
07.11.2012 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა გლობალურ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტმა მას, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)