Google+

ბრიფინგები

28.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთსა და საფრანგეთში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უახლოეს ვიზიტებზე ისაუბრა .

2-3 ივნისისთვის დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში, სადაც იგი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.
6 ივნისს მიხეილ სააკაშვილი 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, საფრანგეთის პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. ამას გარდა, იგეგმება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლებით ცენტრებში.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი  საფრანგეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებას და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპს. ვიმედოვნებთ, რომ ივნისში ხელი მოეწერება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მალე მოხდება ამ დოკუმენტის რატიფიცირებაც",- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან  საქართველოს საგარეო სამეთა და თავდაცის სამინიტროების წარმოდგენლები, რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, პრეზიდენტთან ერთად პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი გაემგზავრება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code