Google+

ბრიფინგები

08.05.2010
მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა

"საზოგადოებისთვის ცნობილია 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარი და შემდეგ განვითრებული მოვლენების შესახებ. ეს იყო ტელკომპანიის დარბევა და თავდასხმა ჟურნალისტებზე", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 8 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საგანგებოდ ამ თემას მიეძღვნა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა საკუთარი პოზიცია გამოეხატა ამ ფაქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მაშინვე დაავალა სამართალდამცავებს მომხდარის გამოიძიება და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. პრეზიდენტის განცხადებით, უნდა გამოიკვლიონ ყველა დეტალი და ყველამ, ვინც ძალადობასა და თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა, კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი.

"ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, ტელეკომპანიის, ჟურნალსტების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ყველა მოქალაქე კონსტიტუციის წინაშე არის თანასწორი. სიძულვილის, ძალადობის, შეუწყნარებლობის ქადაგება და ექსტრემიზმი არის კატეგორიურად მიუღებელი. საქართველოს პრეზიდენტი გმობს ყოველგვარ თავასხმასა და ძალადობას - ხელისუფლება აღკვეთს ნებისმიერ, მათ შორის, მსგავს ძალადობას. ნამდვილი დემოკრატია მხოლოდ კანონის პატივისცემის პირობებშია შესაძლებელი", - აღნიშნა პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code