Google+

ბრიფინგები

08.02.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება

 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, არ აპირებს ღონისძიების გადადებას და სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს საზოგადოებას:

„ სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით ქვეყნის პარლამენტი გავიდა კონსტიტუიური სივრციდან, მიიღო  რა  საერთაშორისო მასშტაბით   უპრეცედენტო გადაწყვეტილება –არ მიეცა საშულება  ქვეყნის პრეზიდენტისთვის  მიემართა  პარლამენტისა და  ქვეყნისათვის, სადაც  პარლამენეტის წევრებს ბუნებრივია, ექნებოდათ  შესაძლებლობა  გამოეთქვათ თავისი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები.

ამ გამოსვლის მთავარი არსი იყო მიმართვა ხალხისადმი.

ვინაიდან ეს ვერ მოხერხდა პარლამენტის შენობაში, საქართველოს  პრეზიდენტმა  მიიღო  გადაწყვეტილება   და როგორც  თქვენთვის არის ცნობილი, პრეზინდეტი ეროვნული ბიბლიოთეკიდან  გააკეთებს მიმართვას.

მინდა აღვნიშნო, რომ დარბაზში ყველა პირს, ვინც მოწვეულია დღევანდელ შეხვედრაზე, ექნება ნებისმიერ საკითხზე კითხვის დასმის საშუალება.

ამ შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებულ მისიათა  და დიპლომატიურ  წარმოადგენლობათა ხელმძღვანელები.

ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია, რომლის მთავარი მიზანია აღნიშნული შეხვედრის ჩაშლა.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედავად,  საქართველოს  პრეზიდენტი არ აპირებს  ამ ღონისძიების  გადადებას და  მიუხედავად  წინააღდეგობისა  საქართველოს პრეზიდენტი მაინც  აპირებს  მისვლას ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკიდან  მიმართავს  ქვეყანას და  მოწვეულ სტუმრებს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა იმ პროვოკაციაზე, რომელიც  დღეს  იგეგმება  დაეკისრება  საქართველოს მთვარობას და პირადად პრემიერ მინისტრს, რომელიც  თავად  გახლავთ ამ აქციიის  ორგანიზატორი“,- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code