Google+

ბრიფინგები

23.08.2012
მანანა მანჯგალაძე: „ეუთოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა“

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სახელით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელიც საქართველოში იმყოფება, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიას შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებზეც და არსებულ ნაკლოვანებებზეც.

„საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ინიციატივით. ეუთოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა. შეხვედრისას, განიხილეს როგორც წინგადადგმული ნაბიჯები, ისე არსებული ნაკლოვანებები და მხარეებმა ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესაბამისი გზებიც დასახეს. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ღრმა პატივისცემით არის გამსჭვალული ბატონი რიკარდო მილიორის, ბატონი ტონინო პიცულასა და ეუთოს დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და გულისყურით ეკიდება მათ მიერ გამოთქმულ თითოეულ მოსაზრებას. აქვე მსურს, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების გამართვის საკითხზე თანამშრომლობა ეუთოსა და მის სადამკვირვებლო მისიასთან, ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code