ბრიფინგები
07.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა და იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე უმრავლესობამ უარი თქვა, განცხადება გააკეთა.
„იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, ქვეყნის პირველი პირი საზოგადოებას იმავე ტექსტით მიმართავს, რომლითაც იგი დეპუტატთა წინაშე უნდა წარმდგარიყო.