ბრიფინგები
02.11.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადება
„საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენობა სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არ გახლავთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება - ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია. საქართველოს შემთხვევაშიც ეს არის ჩვენი - ქართული დემოკრატიის შემადგენელი. ასევე დემოკრატიის შემადგენელია, შეუთახმებლობის მიუხედვად, განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობის შეგუება. მიგვაჩნია, რომ ეს კარგი და სწორია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი მთავრობა გარდამავალ პროცესს ისევე ცივილურად მიუდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და წინა მთავრობა. ასევე სრულიად ნათელია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. ახალი არჩევნები კი 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება. გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ეს იგივე კონსტიტუცია და იგივე ვადებია, რომელთა საშუალებითაც აირჩა საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი და შეიქმნა ახალი უმრავლესობა. მაშინ შეკითხვები საკონსტიტუციო ვადებთან დაკავშირებით არ დასმულა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.