Google+

ბრიფინგები

28.09.2010
მანანა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომლის ძირითადი თემა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო. მან აღნიშნა, რომ გასული კვირასაქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, მიხეილ სააკაშვილის გრაფიკი ძალზე დატვირთული იყო სხვადასხვა შეხვედრებით. კერძოდ, იგი შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს; ფინეთის,  ლიტვის,  კვიპროსის, სენეგალის, ხორვატიის, ყირგიზეთის, ჰონდურსის პრეზიდენტებს; ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს; ევროკომისრებსა, ბიზნესმენებსა და სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირებს.

„პოლიტიკურ შეხვედრებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის მოლაპარაკებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ათასწლეულის პროგრამის ხელმძღვანელთან დენიელ იოჰანესთან შეხვედრა. მოლაპარაკება საყურადღებო იყო იმით, რომ შეფასდა მილენიუმის პროექტის ფარგლებში  საქართველოში უკვე შესრულებული და ამჟამად მიმდინარე სამუშაოები და ასევე დაისახა სამომავლო გეგმები. ნიუ ორკში გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ბათუმში დაგეგმილია თანამედროვე ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკამაყოფილებს, რაც ძალზე სერიოზული განაცხადია საქართვევლოს მხრიდან. აღნიშნული უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი რეგიონის განვითრების თვალსაზრისით", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის შეხვედრაზე. ამერიკელი ბიზნესმენი  ინვესტციების ჩადებას თბილისსა და ბათუმში გეგმავს. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მუშაობა დაწყებულია და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა   აღმოსაველთ ევროპაში, სადაც  ტრამპი ინვესტიციების ჩადებასა და  ბიზნესპროექტების განხორცილებას იწყებს. 

„აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა  დონალდ ტრამპთან  გაზაფხულზე შედგა. ივნისში მისი წარმოამდგენელი თბილისში ჩამოვიდა, ხოლო სექტემბერში განცხადება გაკეთდა გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.  ბიზნესპროექტირებისათვის და, საერთოდ, ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ეს შეიძლება ითქვას, ძალზე მოკლე პერიოდია", - განაცხადა მან.

ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძე იმ ვიზიტებსაც შეეხო, რომლებიც თვის დამლევიდან თბილისში დაიწყება.

„30  სექტემებრს ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტია დაგეგმილი. საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია და თბილისს იგი ორი დღით ესტუმრება. დაგემილია მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. თბილისში ევროატლანტიკური ალიანსის სამოკავშირეო ოფისი იხსნება და ნატოს გენერალური მდივანი ამ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას. მოლაპარაკების თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი  იქნება გამომდინარე იქიდან, რომ  ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას განაგრძობს და მხარს უჭერს მის ინტეგრაციას ევრო ატლანტიკურ ალიანსში. ასევე გასათვლისწინებელია მოსკოვთან დაკავშირებული  პოლიტიკური ფონიც, როგორც ნატო-ს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ. მით უფრო, რომ გარკვევით არის ნათქვამი: გადატვირთვა  საქართველოს ხარჯზე არ მოხდება", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ამას გარდა, საუბრისას, პრეზიდენტის პრესსპიკერი მილენიუმის პროექტსაც შეეხო, რომელიც საქართველოში გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს და რომელიც საქართველოს სოლიდური თანახით ეხმარება.

„აქვე მინდა კიდევ ერთ პროექტზე გესაუბროთ - ეს არის  მსოფლიო ბანკის პროექტის ის ნაწილი, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე დასრულდა. ეს შეეხება გომბორის გზას. პროექტი, რომელიც მომავალ წელს უნდა დამთავრებულიყო, დასრულებულია და მსოფლიო ბანკის ექსპერტთა შეფასებით, ყველა სტანდარტს  შეესაბამება. ვაზიანი-გომბორი-თელავის 55 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა 43 მილიონამდე ლარი დაჯდა და ის მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა. გზასთან ერთად გაკეთდა 2 ახალი სახიდე გადასასვლელი, ხოლო 7 სახიდე გადასასვლელს სრულადაა რეაბილიტირებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გზის რეაბილიტაციის შედეგად, თბილისიდან თელავამდე მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდა", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code