Google+

სიახლეები

14.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის სალობიეს მესვეურებს დიპლომი - „საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორანი" - გადასცა

მოგესალმებით ყველას.

მცხეთის სალობიე ერთ-ერთი უძველესი და, თითქმის, ისტორიული ქართული დაწესებულებაა.

ეს არის ადგილი, რომელიც, თავის დროს, ძალიან ნიჭიერმა ხალხმა შექმნა და რომელმაც 45 წელი გაძლო.

დღეს, როდესაც საქართველოს კერძო ბიზნესის აღორძინება სურს, როდესაც გვინდა ბევრი მცირე საწარმო გაიხსნას, რომ ადამიანებმა შემოსავალი თავის შრომით გაიჩინონ - ააშენონ სასტუმრო, კაფე, რესტორანი, სასოფლო სამეურნეო თუ ინდუსტრიული  პატარა საწარმო, ცოდნა, ნიჭი და გამოცდილება კონკრეტულ შემოსავლად აქციონ, ვფიქრობ ეს დაწესებულება ძალზე მნიშვნელოვანი მაგალითია მათთვის, ვინც ახლა იწყებს საქმეს.

ჩვენ მუდმივად უნდა ვისწავლოთ.

მაგალითად, გუშინ გავხსენით საწარმო, სადაც 120 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, 100 იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომლებსაც ოკუპანტებმა წაართვეს სახლები.

ამ საწარმოს გასნისას, ვთქვი, რომ საკვები პროდუქტების უკეთ დამუშავება უნდა ვისწავლოთ. კუპატის და ხაშლამის პატრიოტები იმ წამსვე დაირაზმნენ: ეს რა თქვა სააკაშვილმა, თურმე ჩვენი პროდუქტებით არაფრის გაკეთება არ გვცოდნიაო.

ყოველთვის უნდა ვისწავლოთ ახალი - ცხოვრება ადგილზე არ დგას.

ჩვენ გვაქვს უნიკალური სამზარეულო. ყველა კუთხეს აქვს განსაკუთრებული სამზარეულო - მაგალითად, აჭარის სამზარეულო სრულიად უნიკალურია, რომელიც დანარჩენი საქართველოს 90 პროცენტს არც გაუსინჯავს; რა თქმა უნდა, მეგრული სამზარეულო; იმერული; კახური; ქართლის ძალზე საინტერესო სამზარეულო; ქართულ-ოსური სამზარეულო, მოხევეებს აქვთ განსაკუთრებული სამზარეულო...

თითოეული მათგანი უნიკალური, მსოფლიო დონის სამზარეულოა. თუმცა, როგორც თავის დროს, ქართული ცეკვისგან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა, სუხიშვილებმა ახალი პროდუქტი შექმნეს, და რომლითაც მთელ მსოფლიოში გავიდნენ, ისე უნდა უნდა ვვითარდებოდეთ მუდმივად, მათ შორის, ამ საკითხში - კულინარიის სფეროში, რათა საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანოთ, საქართველოს შიგნით  კი უკეთესად ვიყოთ.

თავის დროს, ამ დაწესებულების შემქნელმა ზუსტად ეს გააკეთა - შექმნა სრულიად ახალი პროდუქტი, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო.

ეს არის საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორანი, რადგან აქ ყველაზე დაბალი ფასები და ყველაზე მაღალი ხარისხია.

მაშინ, როდესაც ყველამ გააფუჭა ხარისხი, თქვენ ის ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნეთ.

როდესაც ყველაფერი ჩამოიშალა, ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც მოსვლა შეიძლებოდა, იყო ეს რესტორანი.

დღესაც ყველაზე მეტი ხალხი მოდის აქ, ყველა ადამიანს უყვარს აქაურობა და ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუ არა უმეტესობა, არის აქ ნამყოფი.

ამიტომ, მინდა, დღევანდელი ზეიმისგან ცოტა ლირიკული გადახვევა გავაკეთო და ყველას ვუთხრა:  აი, ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ააწყო წარმატებული ბიზნესი!

ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ეს დაწესებულება ერთ-ერთი საუკეთესო გადამხდელია საქართველოში.

მსურს, გადმოგცეთ დიპლომი - "საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორანი", რომელიც საგანგებოდ შეიქმნა და ადრე არასდროს არავისთვის არ გადაგვიცია.  

ეს რესტორანი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ის არ არის ელიტისთვის, ის არ არის თანამდებობის პირებისთვის, წარსულშიც კი ეს არ იყო მხოლოდ კომბინატორებისა და ცეკას მდივნებისთვის, არც ახლაა მხოლოდ პარლამენტის წევრებისა და ბიზნესმენებისთვის. რა თქმა უნდა, მათ ერთმანეთს არ ვადარებთ - ახლა სხვა დროა.

ეს დაწესებულება მთლიანად ხალხისთვის არის ხელმისაწვდომი - ღარიბისთვის, მდიდრისთვის, საშუალო შეძლების მქონე ადამიანისთვის.

აქ მოსვლა ყველას უხარია, ყველას უხარია ერთმანეთის გვერდზე ჯდომა, პაემანზე შეყვარებულთან ერთად მოსვლა თუ დასავლეთიდან გზად შემოვლა.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ის, რაც თქვენ შექმენით, ნამდვილად სახალხო პროდუქტია.

მინდა, დიდი მადლობა გითხრათ და თქვენს დირექტორს გადავცე დიპლომი, რომელსაც, იმედია, მთავარ დარბაზში ჩამოკიდებთ.

გისურვებთ წარმატებებს.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)